დავით ზალკანიანი: ვიმედოვნებთ, საქართველოს მოქალაქეები უახლოეს მომავალში ისარგებლებენ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით
“სასიხარულოა, რომ ევროკავშირში მიღწეულია კონსენსუსი “შეჩერების მექანიზმზე”, რაც ერთ-ერთი მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი იყო ვიზალიბერალიზაციის საკითხის დროულად გადაწყვეტისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ევროპეიზაციის პროცესი შეუქცევადია.
„საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე მნიშვნელოვანია ვიზალიბერალიზაციის საკითხიც და სასიხარულოა, რომ ევროკავშირში მიღწეულია კონსენსუსი “შეჩერების მექანიზმზე”, რაც ერთ-ერთი მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი იყო ვიზალიბერალიზაციის საკითხის დროულად გადაწყვეტისთვის. დარჩა კიდევ ოფიციალური პროცედურები, პარლამენტში კენჭისყრა, მათ შორის, როგრც “შეჩერების მექანიზმის”, ისევე საქართველოს საკითხზე. თუმცა, არსებობს ურყევი ნება და მზაობა, ეს პროცედურებიც მალე დასრულდეს. ვიმედოვნებთ, საქართველოს მოქალაქეები უახლოეს მომავალში ისარგებლებენ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით. საქართველოს ევროპეიზაციის პროცესი შეუქცევადია“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა