პრემიერი მანფრედ ვებერს, იოჰანეს ჰანს, დონალდ ტუსკსა და მარტინ შულცს მადლობას უხდის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტში “ევროპის სახალხო პარტიის” ჯგუფის თავმჯდომარეს, მანფრედ ვებერს, ევროკომისარს, იოჰანეს ჰანს, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს და ევროპარლამენტის თავმჯდომარეს, მარტინ შულცს ვიზალიბერალიზაციის პროცესის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
“საქართველო და მისი მოსახლეობა ახლა მოუთმენლად ელოდება ვიზალიბერალიზაციის სწრაფ დასრულებას”, – წერს კვირიკაშვილი “ტვიტერზე”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები