ვიქტორ დოლიძე ვიზალიბერალიზაციაზე: არ გამოვრიცხავ, რაიმე სიურპრიზს დღის განმავლობაში

წლის დასაწყისიდან, პრაქტიკულად, როგორც ვვარაუდობდით, ხდება უვიზო რეჟიმის დაწესება ჩვენი მოქალაქეებისთვის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძემ განუცხადა.
დოლიძის მტკიცებით, პრემიერის ვიზიტმა, დელეგაციასთან ერთად, მყისიერი ნაყოფი გამოიღო.
„ეს მოლოდინი არ იყო ფუჭი, გამომდინარე იქიდან, რომ მაინც იმ დროში ვეტევით, რა დროშიც ჩვენ ვფიქრობდით და ვვარაუდობდით. მიუხედევად იმისა, რომ ერთგვარი გადავადების პროცესის საშიშროება ერთი პერიოდი დადგა, პრემიერ-მინისტრის ვიზიტმა მართლაც სერიოზული ტორპედირება მოახდინა ბრიუსელში. იმედი მაქვს, რომ მომავალ კვირას უკვე ევროპარლამენტი სტრასბურგში პლენარულ სხდომაზე კენჭს უყრის ამ საკითხს და პროცედურულად შემდეგ არაფერი რჩება. არ გამოვრიცხავ, რაიმე სიურპრიზს დღის განმავლობაში. იქიდან გამომდინარე, რომ პრაქტიკული შეთანხმება ბრიუსელში უკვე მიღწეული არის“, – განაცხადა დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები