ხვალ, რიგით 37-ე საერთაშორისო კონფერენცია „ჩანასახიდან ბავშვს უფლება აქვს იყოს დაცული” გაიმართება

ხვალ, რიგით 37-ე საერთაშორისო კონფერენცია „ჩანასახიდან ბავშვს უფლება აქვს იყოს დაცული” გაიმართება.
ღონისძიება 15:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორატის სადისერტაციო დარბაზში ერთი კვირის განმავლობაში გაიმართება. კონფერენციას პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი წარუძღვება.15435779_1248911108486099_1355657554_n
როგორც „კვირას“ თავად კონფერენციის ორგანიზატორმა, გიორგი ჩახუნაშვილმა განუცხადა, ხვალიდან კონფერენციაში მონაწილეობას როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მეცნიერები მიიღებენ. ღონისძიება ოთხი ნაწილისგან შედგება, სადაც ოთხი უცხოელი უცხოელი, კერძოდ, გერმანელი მეცნიერი სიტყვით გამოვა და სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე ისაუბრებს. მათ შორის დიაბეტზე, მის დაგნოსტირებაზე და ა.შ.
ღონისძიება, რომელშიც სტუდენტებიც მიიღებენ მონაწილეობას, ფართო პროფილის ექიმებისთვის – პედიატრების, ოჯახისა და სკოლის ექიმების, კარდიოლოგებისა და ენდოკრინოლოგებისთვის იმართება.
კონფერენციის მხარდამჭერები არიან: საქართველოს საპატრიარქო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, პარლამენტის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურეობის საქალაქო სამსახური, თბილისის მუნიციპალური სამსახური, კავშირი „სპორტი ჯანმრთელობისთვის, სპორტი დოპინგის გარეშე”, შპს „ბაზი“, “NG”, “პური“, „ვიტა კორპი“ და “GIC”.
კონფერენციის მონაწილეებს უფასოდ დაურიგდებათ გაზეთი „სოციალური პედიატრია“ და ჟურნალი „ბავშვთა კარდიოლოგია, სოციალური, ეკოლოგიური და კლინიკური პედიატრია“.
როგორც ჩახუნაშვილმა აღნიშნა, გუშინ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან ერთად, ღია კარის დღე გაიმართა, სადაც 6 ახალშობილს 1 წლამდე სამყოფი საკვების მარაგი დაურიგდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები