„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების უმრავლესობას ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების უმრავლესობას ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, საქართველოს რეგიონებში, უამინდობის გამო, ენერგომომარაგების მასშტაბური წყვეტა არ მომხდარა. ყველა რაიონული ცენტრის ენერგომომარაგება სტაბილურად ხორციელდება. თუმცა, ზოგიერთ სოფელში, სადაც კლიმატური პირობები განსაკუთრებით გაუარესებულია, მაგალითად ზემო აჭარაში, აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება.
მიუხედავად იმისა, რომ უამინდობის გამო, დაზიანების ადგილებამდე მისვლა რიგ შემთხვევებში გართულებულია, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური  საგანგებო რეჟიმში მუშაობს, რომ აბონენტების ენერგომომარაგება  დღის ბოლომდე აღადგინოს .

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები