ქუთაისში მე-9 სართულიდან ბავშვი გადმოვარდა

ქუთაისში, საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან 2 წლის ბავშვი გადმოვარდა. შემთხვევა დღეს საღამოს ნიკეას დასახლებაში მოხდა.
მცირეწლოვანი დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია გადაყვანილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თვითმხილველების თქმით, მცირეწლოვანს დღეს დაბადების დღე ჰქონდა, მშობლებმა ფანჯრიდან ფოიერვერკები გაუშვეს. ღიად დატოვებული ფანჯრიდან კი ბავშვი გადავარდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, ან პატიმრობით 2 თვემდე ვადით.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები