„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: ევროკავშირის დღევანდელი ჩინოვნიკები ამბობენ, რომ თუ საქართველოში არ დაკანონდება ლგბტ პროპაგანდა და რევოლუციების მოსაწყობად არ აღდგება შავი ფულის შემოდინება, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ ვერ წავა

“ევროკავშირის დღევანდელი ჩინოვნიკები ამბობენ: თუ საქართველოში არ დაკანონდება ლგბტ პროპაგანდა და რევოლუციების მოსაწყობად არ აღდგება შავი ფულის შემოდინება, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ ვერ წავა,” – აღნიშნულია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა აცხადებს, დღევანდელ ევრობიუროკრატიას, რომლის უკანაც ოლიგარქიული ოჯახები დგანან, დიდი სურვილი აქვს, საქართველო ბოლომდე დაამსგავსონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში დანერგილ გაუკუღმართებულ მოდელს, რომელიც სამი „კრიტერიუმისგან“ შედგება. ამგვარი ქვეყნის ნათელ მაგალითად კი ორგანიზაცია მიიჩნევს გერმანიას.

„დღევანდელ ევრობიუროკრატიას, მათ უკან მდგომი არაფორმალური ოლიგარქიული მმართველების დავალებით, მძაფრი სურვილი აქვს, რომ საქართველო ჯერ ბოლომდე დაამსგავსონ იმ გაუკუღმართებულ მოდელს რაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში დანერგეს – შემდეგ მიგვიღებენ თუ არა წევრად, ეს უკვე მეორეხარისხოვანია. მოდელს რაც შეეხება – აუცილებელია სამ “კრიტერიუმს” აკმაყოფილებდე – ქვეყანაში უნდა იყოს თავაშვებული ლგბტ პროპაგანდა, ხელისუფლებას მართავდეს აგენტურა და გლობალიზაციის დღის წესრიგის შესაბამისად, ფართოდ უნდა გაუხსნა კარი მიგრანტებს, შენი იდენტობის, კულტურის და სარწმუნოების დასაკარგად.

ამის ნათელი მაგალითია ევროკავშირის წამყვანი ქვეყანა – გერმანია. ერთ დროს, ეკონომიკით, საკუთარი კულტურით და ტრადიციებით ძლიერი სახელმწიფო დღეს სწორედ ზემოთ ნახსენები გაუკუღმართებული მოდელით იმართება. სამართლებრივ დონეზე, ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოა შექმნილი გერმანიაში, რომ თუ რაიმე კრიტიკული აზრი გამოხატე ლგბტ თემის, ერთნაირსქესიანთა ქორწინების მიმართ, სამსახურს უპირობოდ დაკარგავ და შენს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება ჰომოფობიის და დისკრიმინაციის მუხლით, საბოლოოდ კი პროცესი აუცილებლად საპატიმრო სასჯელით დასრულდება. კრიტიკას რომ თავი დავანებოთ, თუ უბრალოდ კითხვა დასვი, რამდენად სწორია ლგბტ პროპაგანდა და ერთსქესიანთა ქორწინება, სამსახურის დაკარგვა და სამართლებრივი პრობლემები გარდაუვალია. ამის პარალელურად – თუ გაბედე და მხარდაჭერა გამოხატე ტრადიციული ოჯახის მიმართ – რაც ამჟამინდელ ევროპაში უდიდეს სიმამაცედ მიიჩნევა, ეს ქმედებაც ანალოგიურ შედეგს გამოიწვევს.

რაც შეეხება გერმანიის ეკონომიკას, რომელიც ამ კუთხითაც თავის დროზე ევროკავშირის წამყვანი ქვეყანა იყო – თავსმოხვეული „მწვანე პოლიტიკით“ მას უარი ათქმევინეს საკუთარ იაფ ენერგორესურსებზე, ასევე დივერსიული აქტით აუფეთქეს ერთ-ერთი უმთავრესი მილსადენი, „ჩრდილოეთ ნაკადი 2“, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო გერმანული ეკონომიკისთვის და ქვეყანა თავიდან ბოლომდე მიაბეს უძვირეს ენერგორესურსებს, რამაც იმდენად დიდი დარტყმა მიაყენა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და წარმოებას, რომ გერმანული ეკონომიკა წლებია რეცესიას განიცდის. ნაცვლად იმისა, რომ ამ ყველაფერზე ხმა აიმაღლონ, გერმანიის და სხვა წევრი სახელმწიფოების „დიფ სტეიტის“ მიერ მართული მარიონეტული მმართველები, კვლავ ომისკენ ექაჩებიან უკრაინას და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, მიუხედავად ისედაც ურთულესი ეკონომიკური ვითარებისა, ამ ომის გახანგრძლივებისთვის საჭირო რესურსების გამოყოფისკენ მოუწოდებენ.“ – აღნიშნულია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები