ირაკლი კირცხალია – ოპოზიციური მედიის მიერ ჩინელი დიპლომატის დაკავების გაშუქებაზე: ამ ადამიანის დაკავება არის ჩინეთის შიდა საქმე

„ამ ადამიანის დაკავება და ასე შემდეგ – ეს არის ჩინეთის შიდა საქმე,“ – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მაღალი რანგის დიპლომატის დაკავების ფაქტის ოპოზიციური მედიის მიერ გაშუქებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ჩინეთი ჩვენთვის არის სტრატეგიული პარტნიორი და ძლიერი მეგობარი და არა მარტო ჩვენთვის. რაც მოხდა, დაკავება და ასე შემდეგ – ეს არის ჩინეთის შიდა საქმე. უამრავ უმაღლესი თანამდებობის პირს ხვდებოდა სხვა და სხვა წამყვანი და ლიდერი ქვეყნებიდან მსოფლიოში. ასე, რომ აი ეს სპეკულაციები, ის ბინძური ნარატივი, რომელიც ჩამოდიოდა აქ წინა ადმინისტრაციიდან ამერიკის და დღესაც ჩამოდის ბრიუსელიდან ემსახურება ერთადერთს, რომ მაქსიმალურად შეუქმნან საფრთხე ქართული ეკონომიკას“,- განაცხადა კირცხალიამ.

ცნობისთვის, საუბარია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მაღალი რანგის დიპლომატ ლიუ ძინჩაოზე, რომელსაც სხვადასხვა დროს შეხვედრები ჰქონდა არაერთი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელთან, მათ შორის იყო ენტონი ბლინკენი და ტონი ბლერი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები