გიორგი გაბუნია ჩინელი დიპლომატის დაკავების ფაქტის ოპოზიციური მედიის მიერ გაშუქებაზე: „რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია გახლავთ აბსოლუტურად პროპაგანდისტული

„მე გახლდით ერთი თვის წინ ჩინეთში, მიწვეული ვიყავი გლობალური ცივილიზაციის სამიტზე, სადაც მეც შევხვდი ამ ადამიანს,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მაღალი რანგის დიპლომატის დაკავების ფაქტის ოპოზიციური მედიის მიერ გაშუქებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, 140 ქვეყნის დელეგაცია იყო ჩამოსული ჩინეთში და ეს ადამიანი, ვინაიდან იყო მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი, საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შეხვდა ყველას.

„140 ქვეყნის დელეგაცია იყო ჩამოსული ჩინეთში და ეს ადამიანი, ვინაიდან იყო მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი, საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შეხვდა ყველას. „რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია გახლავთ აბსოლუტურად პროპაგანდისტული. ჩვენ კარგად ვიცით „რადიო თავისუფლება“ რასაც ემსახურება და ვის მიერ ფინანსდება.

ეს არის საგარეო ძალის მიერ დაფინანსებული, ანტისახელმწიფოებრივი ორგანიზაცია, რომელსაც აქვს ერთი მიზანი – ფსევდო ინფორმაციების გავრცელებით გამოიწვიოს ანტისახელმწიფოებრივი განწყობები საზოგადოებაში. „რადიო თავისუფლებაზე“ ამერიკის შეერთებულ შტატებშივე კეთდებოდა შესაბამისი განცხადებები“, – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.

ცნობისთვის, საუბარია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მაღალი რანგის დიპლომატ ლიუ ძინჩაოზე, რომელსაც სხვადასხვა დროს შეხვედრები ჰქონდა არაერთი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელთან, მათ შორის იყო ენტონი ბლინკენი და ტონი ბლერი.

აღნიშნული ფაქტის შესახებ ოპოზიციურ მედიაში ხაზგასმულია, რომ დაკავებული ჩინელი დიპლომატი საქართველოს დელეგაციას მასპინძლობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები