შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლიხტენშტაინის მემკვიდრე პრინცს რწმუნებათა სიგელები გადასცა

შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, შოთა გეწაძემ, რწმუნებათა სიგელები გადასცა ლიხტენშტაინის მემკვიდრე პრინცს, მის უდიდებულესობა ალოისს, – ინფორმაციას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე, ელჩმა მადლობა გადაუხადა პრინცს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის.

„საუბარი შეეხო საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასა და გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას, ხაზი გაესვა ქვეყანაში განხორციელებულ მსხვილ ეკონომიკურ პროექტებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

სიგელების გადაცემის ცერემონიის დაწყებამდე, მთავრობის სასახლეში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა ელჩსა და ლიხტენშტაინის ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა, გარემოსა და კულტურის მინისტრს, საბინე მონაუნისა და საგარეო საქმეთა ოფისის დირექტორს, მარტინ ფრიკს შორის. მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. შოთა გეწაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზაობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები