ესტონეთმა რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რუსეთის საელჩოს პირველი მდივანი, დიმიტრი პრილეპინი „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა,- ამის შესახებ Reuters-ი წერს.

უწყების განმარტებით, დიპლომატი ქვეყნის სამართლებრივი ნორმებისა და საერთაშორისო სანქციების კუთხით მრავალი დარღვევის ჩამდენია.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ აღნიშნა, რომ ასეთი გადაწყვეტილება ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის მიზნით აუცილებელი იყო.

რუსეთი შემთხვევას „მტრობის აქტად“ აფასებს და საპასუხო ზომების გატარებას აანონსებს.

როგორც მედია აღნიშნავს, ეს გადაწყვეტილება ბოლო პერიოდში ესტონეთსა და რუსეთს შორის დაძაბულობას ემთხვევა, რომელიც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისა და საერთაშორისო სანქციების გავლენით გაძლიერდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები