ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, ნაბადის უბანში, ველოსიპედით მოძრავ მამაკაცს ტრაილერი იმ დროს დაეჯახა, როცა ის ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.