თბილისში, ავარიას მოპედის მძღოლი ემსხვერპლა

თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი და მოპედი ერთმანეთს დაეჯახა, რის შედეგადაც მოპედის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები