გორის მუნიციპალიტეტში ბავშვიანი ოჯახების საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესების მიზნით კვლევა მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტში, ბავშვიანი ოჯახების საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესების მიზნით კვლევა მიმდინარეობს. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროცესს გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება უძღვება.

,,კვლევის პროცესი გულისხმობს როგორც მონაცემების შეგროვებას, ანალიზსა და ლიტერატურის კვლევას, ასევე სოციოლოგიურ კვლევებს (ონლაინ კითხვარი, ინტერვიუები, ფოკუსჯგუფები).

კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ონლაინ კითხვარი.

კვლევის შედეგების სიზუსტეს უზრუნველყოფს მიზნობრივი ჯგუფების მაქსიმალური ჩართულობა.

კვლევის პროცესში მოსახლეობის აქტიური მონაწილეობა საშუალებას მისცემს მუნიციპალიტეტს, მომავალში კიდევ უფრო ეფექტურად დაგეგმოს და განახორციელოს სოციალური პროგრამები, რომლებიც მაქსიმალურად იქნება მორგებული ადგილობრივი ბავშვიანი ოჯახების საჭიროებებზე.

კვლევის მიზანია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების საჭიროებებისა და მათი გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება, ადგილობრივი სოციალური პოლიტიკისა და სამომავლო მუნიციპალური პროგრამების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა.

ონლაინ კითხვარის ბმული: https://shorturl.at/5VIRp”,- წერია ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები