საქართველოს პრეზიდენტსა და თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა, ნუმან ქურთულმუშმა დელეგაციის წევრებთან ერთად გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გამართეს.

პრეზიდენტია ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს.

გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთს ინტენსიური პარლამენტთაშორისი თანამშრომლობა აქვს. ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა არა მხოლოდ შეინარჩუნოს არსებული პოზიტიური დინამიკა, არამედ იმუშაონ საკანონმდებლო სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების კუთხით.

შეხვედრაზე მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობისა და პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების მიმართულებით მზაობა დაადასტურეს. აღინიშნა, რომ საქართველო ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მორიგი შეხვედრის გამართვით დაინტერესებულია.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში არჩილ კალანდია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი და წევრები: გიორგი ჭყონია, მარიამ ლაშხი, გურამ მაჭარაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები