“რურუასნაირებმა და მათმა ლიდერმა სააკაშვილმა მისცეს რუსეთს საქართველოს 20 პროცენტზე მეტი ტერიტორიის ოკუპაციის საშუალება”

„რურუასნაირებმა და უპირველესად მათმა ლიდერმა სააკაშვილმა მისცეს რუსეთს საქართველოს 20 პროცენტზე მეტი ტერიტორიის ოკუპაციის საშუალება“,-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრი ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში წერს.
კვაჭანტირაძის თქმით, რუსეთი ოკუპანტია და მთავრობა ამ აზრს ყველგან აფიქსირებს.
რა თქმა უნდა რუსეთი ოკუპანტია და ჩვენ ამას ყველგან და ყოველთვის ვაფიქსირებთ, მაგრამ სწორედ რურუასნაირებმა და უპირველესად მათმა ლიდერმა სააკაშვილმა მისცეს რუსეთს საქართველოს 20 პროცენტზე მეტი ტერიტორიის ოკუპაციის საშუალება. ნუთუ გგონიათ, რომ ასე მოკლეა ადამიანების მეხსიერება? ამიტომ, მორჩით რა ამ უტიფრობას. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მიუხედავად იმისა, თუ როგორ თქვა მან სათქმელი, იგი არის ადამიანი, ვისაც, თქვენგან განსხვავებით, დიდი წვლილი მიუძღვის თავისი მინისტრობის პერიოდში, რუსეთის ბაზების საქართველოდან გაყვანაში, მაშინ, როდესაც, სწორედ თქვენმა ხელისუფლებამ რუსეთს მისცა ქვეყნის ამხელა ნაწილის ოკუპაციის საშუალება. და კიდევ ერთი რამ ნაცების გასაგონად: დაანებეთ რა თავი ჩვენსა და ჩვენი ღია და აქტიური მომხრეების ოჯახებში უტიფრად კარდაკარ სიარულს. სირცხვილია. ფუჭად ირჯებით. მაინც არცერთი მათგანი არ მოგცემთ ხმას“,-წერს კვაჭანტირაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები