თბილისში, დიღომში კორპუსების მშენებლობაზე, 25 წლის მუშა გარდაიცვალა

თბილისში, დიღომში კორპუსების მშენებლობაზე, 25 წლის მუშა გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს დენმა დაარტყა.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.

კაცი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

როგორც ,,კვირას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები