ვახტანგ ჟვანია: 2026 წლის ბოლოსთვის იუსტიციის სახლების რაოდენობა 132-დან 134-მდე მოიმატებს, ასევე გაიზრდება მობილური იუსტიციის სახლების რაოდენობა

სიპ „იუსტიციის სახლის“ თავმჯდომარემ, ვახტანგ ჟვანიამ 2026 წელს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სერვისებზე ისაუბრა.

მისი თქმით, 2026 წლის ბოლოსთვის იუსტიციის სახლების რაოდენობა 132-დან 134-მდე მოიმატებს, ასევე გაიზრდება მობილური იუსტიციის სახლების რაოდენობა.

„დღეისთვის იუსტიციის სახლში 500 სერვისია ხელმისაწვდომი. გვინდა იმ სერვისების ინტეგრირება მოხდეს დამატებით იუსტიციის სახლის სერვისებში, რაც მოქალაქეებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამას სჭირდება სტაფის მომზადება, ტრენინგები და ამაზე მუშაობა დაწყებულია. რამდენიმე დღეში განვაცხადებთ 80-მდე სერვისის ინტეგრირების დასაწყისს.

მზად ვართ ძალიან მალე გავხსნათ იუსტიციის სახლი ხელვაჩაურში. სამშენებლო პროცესები მიმდინარეობს მცხეთაში, ახმეტაში. სექტემბერში დავაანონსეთ წალენჯიხაში იუსტიციის სახლის მშენებლობა. პრემიერმაც გააჟღერა გლდანის იუსტიციის სახლის გახსნაზე, რომ უახლოეს მომავალში დაიწყება მშენებლობა დიდ დიღომსა და ვარკეთილში, რაც ცენტრალურ იუსტიციის სახლს განტვირთავს. ეს ნიშნავს იმას, რომ რიგები განიტვირთება და მომსახურების ხარისხი გაიზრდება. თუ გახდება საჭირო ახალი იუსტიციის სახლების მშენებლობა, ამისთვისაც მზად ვართ და ასევე მზად ვართ მობილური იუსტიციის სახლების რაოდენობაც გავზარდოთ. 2026 წლის ბოლოსთვის იუსტიციის სახლების რაოდენობა 132-დან 134-მდე მოიმატებს, ასევე გაიზრდება მობილური იუსტიციის სახლების რაოდენობა“, – აღნიშნა ჟვანიამ “იმედის” ეთერში საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები