მაია ბითაძე: ჩვენი ელჩები და თითოეული წარმომადგენელი საზღვარგარეთ დღეს ერთიანია ისე, როგორც არასდროს
,,თუ ჩვენ დიპლომატების როლზე ვსაუბრობთ, ყველაზე მეტად, რაც გვახარებს მთელს გუნდს დღეს, ის არის, რომ ჩვენი დიპლომატები, ჩვენი ელჩები და თითოეული წარმომადგენელი საზღვარგარეთ დღეს ერთიანია ისე, როგორც არასდროს”,- ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძემ ელჩების კონფერენციასთან დაკავშირებით “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მათ ძალიან კარგად ესმით თუ როგორი მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა.
„თუ ჩვენ დიპლომატების როლზე ვსაუბრობთ, ყველაზე მეტად, რაც გვახარებს მთელს გუნდს დღეს, ის არის, რომ ჩვენი დიპლომატები, ჩვენი ელჩები და თითოეული წარმომადგენელი საზღვარგარეთ დღეს ერთიანია ისე, როგორც არასდროს. მათ ძალიან კარგად ესმით თუ როგორი მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა ყველა იმ ქვეყანაში, ყველა იმ ქალაქში და ორგანიზაციაში, სადაც ისინი საქართველოს წარმოადგენენ.
თქვენ იცით, როგორი დიდი პრობლემები გვქონდა, მათ შორის, ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის მეცადინეობით, ეს პრობლემა საბედნიეროდ გადაილახა და დღეს ჩვენ ვხედავთ საკმაოდ ძლიერ ბირთვს ჩვენი დიპლომატების, ელჩების, წარმომადგენლებისა, რომლებიც ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ცდილობენ, რომ დაიცვან ჩვენი ეროვნული ინტერესები.
როგორც დიპლომატიის როლს, ასევე იმ მშვიდი საგარეო პოლიტიკის მნიშვნელობას, რომელსაც „ქართული ოცნება“ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერით ბოლო წლებია ახორციელებს, მომდევნო წლებში კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა შეემატება აუცილებლად“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.