2025 წლის განმავლობაში ინტერნეტის გათიშვამ სხვადასხვა პლატფორმაზე კავშირის პრობლემები გამოიწვია, რამაც მილიონობით მომხმარებელი დააზარალა.
ინტერნეტის სიჩქარისა და ხარისხის საზომი კომპანია Ookla-სა და შეფერხებების მარეგულირებელი ორგანო Downdetector-ის მონაცემებით, მსოფლიოში დაახლოებით 17 მილიონი ინტერნეტ მომხმარებელი დაზარალდა წლის ყველაზე ხანგრძლივი შეფერხების შედეგად, როდესაც ოქტომბერში Amazon Web Services-ის (AWS) პრობლემამ ინტერნეტი პარალიზება გამოიწვია.
მათივე ცნობით, წელს შეფერხებებმა განსაკუთრებით იმოქმედა ვიდეო მოთხოვნით პლატფორმებზე, ვიდეო თამაშებსა და საკომუნიკაციო პლატფორმებზე, რაც ავლენს ციფრული სერვისების სისუსტეს და აუცილებლობას ყოველდღიურ ცხოვრებაში.
როგორც ცნობილია, ბევრი პლატფორმა ერთსა და იმავე რამდენიმე ღრუბლოვან პროვაიდერსა და ძირითად სისტემას ეყრდნობა, სწორედ ამიტომ, ცენტრალიზებულმა ინფრასტრუქტურამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა წლის განმავლობაში აღბეჭდილ ამ გათიშვებში, რამაც ერთდროულად მრავალი სერვისის კასკადური შეფერხებები გამოიწვია.
წლის მეორე ყველაზე მასშტაბური შეფერხება თებერვალში მოხდა, როდესაც Sony-ს შიდა სისტემებმა 3.9 მილიონ მომხმარებელს 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში შეუზღუდა წვდომა PlayStation Network-ზე — PlayStation-ის ონლაინ კავშირის ინფრასტრუქტურაზე.
ნოემბერში, Cloudflare-თან დაკავშირებული პრობლემების გამო, ინტერნეტის გათიშვის შესახებ, სულ მცირე, 3.3 მილიონმა მომხმარებელმა განაცხადა. წლის მესამე ყველაზე დიდი გათიშვა დაახლოებით ხუთ საათს გაგრძელდა და გამოწვეული იყო Cloudflare-ის ძირითად ინფრასტრუქტურაში არსებული პრობლემით.
გარდა ამისა, ოქტომბერში YouTube-ის გათიშვის შესახებ დაახლოებით 3 მილიონმა მომხმარებელმა განაცხადა, ხოლო აშშ-ში დაფუძნებული სოციალური ქსელი X-ის გათიშვის გამო, სულ მცირე 2 მილიონმა მომხმარებელმა საჩივარი შეიტანა.