ქეთევან ტურიაშვილი: სტეფანე მღებრიშვილის რეკლამებით არის ფეისბუქი გადაჭრელებული, 2 იანვარს უნდა იმღეროს და შარშან რომ გაიფიცა რუსული მთავრობა გვყავსო, მაინტერესებს წავედით ევროპისკენ? აღარ გვყავს რუსული მთავრობა? – სად შეგიძლიათ თქვენ პრინციპულობა, მოუნდა “გულაობა”

არქეოლოგი ქეთევან ტურიაშვილი, მომღერალ სტეფანე მღებრიშვილის კონცერტს, რომელიც 2 იანვარს უნდა გაიმართოს, სოციალურ ქსელში ეხმიანება და იხსენებს, რომ მღებრიშვილი გასულ წელს პროტესტის ნიშნად გაიფიცა.

ტურიაშვილი ინტერესდება, აღარ გვყვავს “რუსული მთავრობა” და ამიტომ გადაწყვიტა მომღერალმა ახალი წლის დღეებში კონცერტის ჩატარება შარშანდელი წლისგან გასხვავებით, თუ “უსინდისო პატიმრები” აღარ არიან ქვეყანაში.

“სტეფანე მღებრიშვილის რეკლამებით არის ფეისბუქი გადაჭრელებული 2 იანვარს უნდა იმღეროს რესტორანში და შარშან რომ გაიფიცა რუსული მთავრობა გვყავს, რომელიც ხალხს აწამებს და რუსეთისკენ მიგვაქანებსო მაინტერესებს წავედით ევროპისკენ? აღარ გვყავს რუსული მთავრობა? აღარ სტკივა გურამ როგავას ყური? ეგაა მატრაკვეცა რომ იქნები ადამიანი, გმირობა ამათ მარტო ტელევიზიაში ტლიკინი ჰგონიათ. სად შეგიძლიათ თქვენ პრინციპულობა, მოუნდა გულაობა. აღარ არიან უსინდისო პატიმრები ქვეყანაში?” – წერს ქეთევან ტურიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები