თვითმხილველი: ჯარისკაცების სისხლის გუბეები, პანიკა – გამვლელები მათ დახმარებას ცდილობდნენ

დედოფლისწყაროში მომხდარი ავარიის ერთ-ერთი თვითმხილველი სოციალურ ქსელში შემთხვევის შესახებ შემზარავ კადრებს ავრცელებს და სტატუსს აქვეყნებს.
„საშინელი დღე და საშინელი ტრაგედია, რომელიც ჩემ თვალწინ დატრიალდა. ჯარისკაცების მანქანა გადავარდა, მანქანაში ოცდათხუთმეტი პატარა ჯარისკაცი იჯდა, ისინი
სახლში მიდიოდნენ. მანქანამ ორი ბრუნი გააკეთა, ბიჭები გადმოცვივდნენ, ზოგი შიგ მოიყოლა. მეგონა, ადამიანთა სასაკლაოზე მოვხვდი,ოცდათხუთმეტი ბიჭი მიმოფანტული იყო, არცერთი არ ინძრეოდა. მანქანა ჯერ კიდევ მუშაობდა, სისხლის გუბეები და პანიკა იყო. გამვლელები ცდილობდნენ მათ დახმარებას. სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა ერთის გადარჩენა და ადგილზე დაიღუპა. ეს საშინელი ტრაგედია არასდროს ამოვა ჩემი თვალებიდან“, – წერს რ.კ-შვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები