ნინო ბურჯანაძე: რუსეთს რომ ეს აფეთქება მოეწყო, გივი თარგამაძისგან არაფერი დარჩებოდა

გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქებასთან დაკავშირებით არაფრის არც გამორიცხვა შემიძლია და არც დადასტურება, რადგან ჯერჯერობით, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ არსებობს ლოგიკა. ვერ ვხვდები, გივი თარგამაძის აფეთქების ინსპირირება რუსეთს რაში უნდა აწყობდეს, – ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნონო ბურჯანაძემ გადაცემა “2030-ში” განაცხადა.
„გარწმუნებთ, რუსეთს რომ ეს აფეთქება მოეწყო, გივი თარგამაძისგან არაფერი დარჩებოდა და კიდევ კარგი, ეს ასე არ მოხდა. მტკიცებულების გარეშე ხელს ვერავის დავადებ, მაგრამ მსგავსი ქმედების განხორციელება არ გაუჭირდებოდა  პოლიტიკურ ძალას, რომელსაც განმუხურის მოწყობა, 2008 წლის წაგებული ომის მოგებულად გამოცხადება, დატრიალებული უბედურებების შემდეგ სამართლიანობაზე და პოლიტიკურ დევნილობაზე ლაპარაკი შეუძლია და შუბლის ძარღვი გაწყვეტილი აქვს. თუ ეს მათ პოლიტიკურ ინტერესში შევიდოდა, თანაგუნდელს ადვილად გაიმეტებდნენ“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხს არ აგებს, ქვეყანაში არასტაბილურობის საფრთხე ყოველთვის იქნება.
„ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხს არ აგებს, ვიდრე სამართლიანობა არ აღდგება და ყველაფერს თავისი სახელი არ დაერქმევა, ქვეყანაში არასტაბილურობის საფრთხე ყოველთვის იქნება. იქნება საფრთხე იმისა, რომ სრულიად უდანაშაულო გამვლელი ადამიანები „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედებას, ან მის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას შეეწირონ“, – განაცხადა “დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები