ჯეიმს აპატურაი გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტს ეხმაურება – „ნატო შეშფოთებულია მომხდარით“

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი “ნაციონალურ მოძრაობის” წევრის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
“ნატო შეშფოთებულია იმ ძალადობრივი ქმედებით, რომელიც მოხდა წინასაარჩევნო პერიოდის მიმდინარეობისას, როდესაც აფეთქდა პოლიტიკოსის მანქანა. წინასაარჩევნო გარემო უნდა იყოს მშვიდობიანი და იცავდეს უმაღლეს დემოკრატიულ პრინციპებს”,-აცხადებს აპატურაი.
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის ავტომანქანა კოლმეურნეობის მოედანზე, 4 ოქტომბერს, დაახლოებით, 21:30 საათზე აფეთქდა. მანქანაში, მძღოლთან ერთად იმყოფებოდა გივი თარგამაძე, რომელიც არ დაშავებულა. დაიჭრა რამდენიმე გამვლელი. მათი მდგომარეობა სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები