“ოდესის გუნებერნატორს პარტია გარდაეცვალა – დაკრძალვა  8 ოქტომბერს“

 პოეტი, დავით მაღრაძე “ნაციონალური მოძრაობის” დღევანდელ აქციას პოლიტიკური მოძრაობის პანაშვიდს უწოდებს. მისი თქმით, პოლიტიკური მოძრაობის ისტორია 8 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების ყუთებთან დასრულდება.
“დღეს, 5 ოქტომბერს “ნაციონალურმა მოძრაობამ” გამოაქვეყნა საკუთარი ეგზიტპოლ-ნეკროლოგი. “ნაცმოძრაობის” სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა “ვარდების მოედანზე”. უკრაინის ხელისუფლება ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ოდესის გუნებერნატორს ხანგრძლივი კონვულსიული მოძრაობების შემდეგ, გარდაეცვალა მშობლიური პარტია. დაკრძალვა 8 ოქტომბერს, საარჩევო ყუთებთან, თბილისში”, – განაცხადა მაღრაძემ.
შეგახსენებთ, “ვარდების მოედანზე” “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი აქცია დასრულდა, სადაც პარტიის ლიდერებთან ერთად, შეკრებილ საზოგადოებას უკრაინიდან ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები