ბურჭულაძეს ყოფილი თანაპარტიელი, პარტიის ფინანსური კრიზისის ფონზე, სოლიდური ხელფასის აღებაში ადანაშაულებს

პარტიის „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ მცხეთა-მთიანეთის რაიონული ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ლაფანაშვილი პაატა ბურჭულაძეს პარტიის ფინანსური კრიზისის ფონზე, სოლიდური ხელფასის აღებაში ადანაშაულებს. როგორც გიორგი ლაფანაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 2015 წლის დეკემბრიდან 2016 წლის მაისის ჩათვლით, ბურჭულაძემ, ხელფასის სახით, დაახლოებით, 555 000 ლარი გამოიწერა.
„ჯერ კიდევ მანამ, სანამ ფონდი პარტიად გარდაიქმნებოდა, ბატონ პაატა ბურჭულაძეს, ხელფასის სახით, მიღებული აქვს არც მეტი, არც ნაკლები – 555 000 ლარი. მხოლოდ აპრილში მან 187 000 ლარი აიღო. თუ პარტია ფინანსურ პრობლემებს განიცდის, როგორ შეიძლება, პაარტიის ან ფონდის ხელმძღვანელობამ საკუთარ თავს ასეთი სოლიდური თანხის აღების უფლება მისცეს?!“ – აცხადებს პაატა ბურჭულაძის ყოფილი თანაპარტიელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები