“ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს და იძალადა ერთ-ერთ მათგანზე” – სუს-მა მურთაზ ზოდელავა დააკავა

“ლევან ხაბეიშვილის დაკავებისას, მასთან ერთად იქნა დაკავებული მურთაზ ზოდელავა”, – ამის შესახებ სუს-ის ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

“ზოდელავას ხაბეიშვილმა დაკავებისთანავე მიაწოდა თავისი მობილური ტელეფონი, ზოდელევამ კი, აღნიშნული ტელეფონის გადამალვის მიზნით, გაქცევა სცადა, რა დროსაც გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს და იძალადა ერთ-ერთ მათგანზე.
მისი ქმედება სსკ-ის 353-ე მუხლით კვალიფიცირდება, რაც 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – აღნიშნა გაგნიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები