ილია მეორე: ყოველი ადამიანი განსაცდელის წინაშე დგას და ბედნიერია ის, რომელიც დაძლევს ამ გამოცდას

ყოველი ადამიანი განსაცდელის წინაშე დგას და ბედნიერია ის, რომელიც დაძლევს ამ განსაცდელს და გამოცდას – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
უწმინდესის თქმით, განსაცდელი ხშირად მოდის ღვთისაგან, რათა ადამიანის გრძნობებისა და რწმენის გამოცდა მოხდეს.
”ყოველი ადამიანი განსაცდელის წინაშე დგას და ბედნიერია ის, რომელიც დაძლევს ამ განსაცდელს და გამოცდას. ასეთი განსაცდელი ჰქონდა იოანე ნათლისმცემლის მშობლებს, როდესაც არ ჰყავდათ მათ შვილი და თითქოს იმედი დაკარგული ჰქონდათ, მაგრამ უფალმა მოიღო წყალობა მათზე და ეყოლა წმინდა იოანე ნათლისმცემელი.განსაცდელი ხშირად მოდის ღვთისგან. გამოცდის ადამიანს და ჩვენს რწმენასა თუ მოთმინებას“, -აღნიშნა ილია მეორემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები