თინათინ რუხაძე სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს – ჟანა ანდრეასიანს შეხვდა

საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ ჟანა ანდრეასიანს შეხვდა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრეს კულტურის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოების საკითხებზე და საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკაში დაგეგმილ მნიშვნელოვან კულტურულ პროექტებზე.
საუბარი შეეხო თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის რეაბილიტაციას, რომელიც საქართველოს კულტურის სამინისტროს ინიციატივით და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი და სომხეთის კულტურის სამინისტროს ნაყოფიერი თანამშრომლობა. მე და ჩემი კოლეგა სომხეთიდან, ქალბატონი მინისტრი ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს განვიხილავთ, რაც ორმხრივად საინტერესო იქნება ჩვენი ხელოვანებისთვის და ხალხებისთვის, ჩვენი ორი მეზობელი ქვეყნისთვის. ნამდვილად ღირსია ქართული უნიკალური კულტურა, რომ ხმამაღლა ისმოდეს როგორც რეგიონში, ისე მთელს მსოფლიოში“, – განაცხადა კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ.
შეხვედრას ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები