ირაკლი ქადაგიშვილი – ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: არსებობს რაღაც პოლიტიკური შეკვეთა, რომლის განხორციელებაც მიმდინარეობს და არავინ არ კითხულობს რამდენიმე გამონაკლისის გარდა, რომ რასაც წერენ, რა ფაქტებით არის გამყარებული
არსებობს რაღაც პოლიტიკური შეკვეთა, რომლის განხორციელებაც მიმდინარეობს და არავინ არ კითხულობს რამდენიმე გამონაკლისის გარდა, რომ რასაც წერენ, რა ფაქტებით არის გამყარებული, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.
„როდესაც არ ხდება ობიექტურობაზე დამყარებული გადაწყვეტილებების ან რეკომენდაციის გაცემა, ემსგავსება იმას, რაც საბჭოთა კავშირში ხდებოდა ხოლმე“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.