მაკა ბოჭორიშვილი: განვითარებაზე საუბარი წარმოუდგენელია მშვიდობის გარეშე და მშვიდობა არის სწორედ ის საფუძველი, რაც გვჭირდება იმისთვის, რომ ვისაუბროთ ჩვენს მომავალზე

განვითარებაზე საუბარი წარმოუდგენელია მშვიდობის გარეშე და მშვიდობა არის სწორედ ის საფუძველი, რაც გვჭირდება იმისთვის, რომ ვისაუბროთ ჩვენს მომავალზე, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა თბილისში მიმდინარე განვითარების რეგიონულ ფორუმთან დაკავშირებით გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ღონისძიებაზე, სიტყვით გამომსვლელებმა მთავარი აქცენტი სწორედ მშვიდობის შენარჩუნებაზე გააკეთეს.

„ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ მძიმე გამოწვევების წინ ვიდექით და მშვიდობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის. თავგამოდებით ვიცავდით და ვიცავთ სწორედ მას. ეს საფრთხეები არსად არის წასული. არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად, ჩვენი ქვეყნის მომავლის დასაცავად, ჩვენი შვილების მომავლის დასაცავად პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა. არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს რეგიონში და ესეც არაერთხელ აღინიშნა, რომ ერთია რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე ჩვენს ქვეყანაში მშვიდობასა და სტაბილურობაზე რა თქმა უნდა შემდგომ, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის როლზე, განსაკუთრებით „შუა დერეფანში“, „შუა დერეფნის“ განვითარებაზე აქ რა თქმა უნდა სხვა მნიშვნელობას იძენს რეგიონში მშვიდობა, ჩვენს მეზობლებთან ურთიერთობები და მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობები სამხრეთ კავკასიის რეგიონში. საკმაოდ დიდი ყურადღება დაეთმო ამ თემას დღეს.

მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანი საფუძველია ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის და ქვეყნის განვითარებისთვისაც“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები