ხაშურში, სამსახურიდან მისულ მამას 9 წლის ბავშვი გარდაცვლილი დახვდა, დედა კი უგონო მდგომარეობაში

ხაშურში, დღეს დილით, 9 წლის ბავშვი სამსახურიდან მისულ მამას გარდაცვლილი დახვდა, დედა კი უგონო მდგომარეობაში.

გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დედა ხაშურის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები