ეროვნულმა ნაკრებმა ფარერის კუნძულების ნაკრები ანგარიშით 1:0 დაამარცხა

„დინამო არენაზე“ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან ამხანაგური შეხვედრა გამართა. მატჩში ქართველმა ფეხბურთელებმა სტუმრები ანგარიშით 1:0 დაამარცხეს. ამის შესახებ ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ანგარიში მე-9 წუთზე ლუკა ლოჩოშვილის გოლით გაიხსნა.

„საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი ლორიამ, ნაკრებში ბოლო, 79-ე, სანაკრებო თამაში ჩაატარა და გულშემატკივრებს გუნდის კაპიტნის რანგში დაემშვიდობა.

ქართველი ფეხბურთელები მომდევნო ამხანაგურ მატჩს 8 ივნისს ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე კაბო-ვერდეს წინააღმდეგ გამართავენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები