ტრამპი: მასკი უბრალოდ გაგიჟდა!
ილონ მასკი უბრალოდ გაგიჟდა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პლატფორმა Truth Social-ზე დაწერა.
„ილონი გადაიღალა, ვთხოვე წასულიყო, ჩამოვართვი ელექტრომობილების მანდატი, რომელიც ყველას აიძულებდა ეყიდა ელექტრომანქანები, რომლებიც არავის უნდოდა და ის უბრალოდ გაგიჟდა!“ – აღნიშნა ტრამპმა.