ტრამპი რუსეთსა და უკრაინას სანქციებით დაემუქრა

თეთრ სახლში გერმანიის კანცლერთან გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთსა და უკრაინას სანქციებით დაემუქრა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც ტრამპმა განაცხადა, ვაშინგტონი და ბერლინი უკმაყოფილონი არიან უკრაინაში სისხლისღვრით, თუმცა მიიჩნევენ, რომ საბოლოოდ მის შეჩერებას შეძლებენ.

„პუტინმა ძლიერი დარტყმა მიიღო და არ მგონია, რომ ის თამაშს თამაშობდეს. მან თქვა, რომ მათ სხვა გზა არ აქვთ თავდასხმის გარდა. და ეს ალბათ არც ისე კარგი იქნება. მე ვუთხარი: „ეს არ გააკეთოთ, ეს არ უნდა გააკეთოთ“, – თქვა თეთრი სახლის ლიდერმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, მზად იყო თუ არა კრემლის მმართველ პუტინზე მეტი ზეწოლა მოეხდინა, ამერიკის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ სწორედ მან შეაჩერა რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობა. ამასთან. მან მოსკოვი და კიევი ორ პატარა ბავშვს შეადარა, რომლებიც „პარკში გიჟებივით ჩხუბობენ“.

„როდესაც დავინახავ, რომ შეთანხმება არ შედგება, რომ ეს ყველაფერი არ შეჩერდება… ძალიან, ძალიან მკაცრი ვიქნებით. და სიმართლე გითხრათ, ეს შესაძლოა ორივე ქვეყანას შეეხოს. ტანგოს ცეკვას ორი ადამიანი სჭირდება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები