მასკი: ჩემს გარეშე ტრამპი არჩევნებს წააგებდა, როგორი უმადურობაა
ჩემს გარეშე დონალდ ტრამპი არჩევნებს წააგებდა, როგორი უმადურობაა, – ამის შესახებ ე.წ. სამთავრობო ეფექტურობის დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მილიარდერმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„ჩემს გარეშე ტრამპი არჩევნებს წააგებდა, დემოკრატებს წარმომადგენელთა პალატის კონტროლი ექნებოდათ და სენატში რესპუბლიკელები 51-49-ზე იქნებოდნენ. როგორი უმადურობაა“, – წერს მასკი პლატფორმა X-ზე.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში განაცხადა, რომ ილონ მასკით ძალიან იმედგაცრუებულია.