მილიარდერმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ეპშტეინის ფაილებში ფიგურირებს.
„დროა, ნამდვილად დიდი ბომბი ჩამოვაგდო: დონალდ ტრამპი ეპშტეინის ფაილებშია. ეს არის რეალური მიზეზი, რის გამოც ისინი საჯაროდ არ გამოქვეყნებულა. კარგ დღეს გისურვებ, დონალდ ჯონ ტრამპ! შეინახე პოსტი მომავლისთვის. სიმართლე გამოაშკარავდება“, – დაწერა მასკმა X-ზე.
ცნობისთვის, ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინს სექსუალური ტრეფიკინგის საქმეზე ბრალი 2019 წელს წაუყენეს.