გურამ თამაზაშვილის სახელობის ხალხური და ქართველი კომპოზიტორების სიმღერების კონკურს-ფესტივალი გაიმართა

ქობულეთში გურამ თამაზაშვილის სახელობის ხალხური და ქართველი კომპოზიტორების სიმღერების კონკურს-ფესტივალი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფესტივალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, ქობულეთის მერის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ცეცხლაძე და აჭარის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

„ქართული ვოკალური მუსიკის ერთ-ერთ გამორჩეული წარმომადგენლის, გურამ თამაზაშვილის სახელობის ფესტივალი, ქობულეთის მერიის ორგანიზებით 2018 წლიდან იმართება.

ფესტივალის მიზანია ქობულეთში ახალგაზრდა ნიჭიერი შემსრულებლების გამოვლენა და მხარდაჭერა. ასევე, ქართველი კომპოზიტორების შემოქმედების პოპულარიზაცია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები