აქტივისტ ალბი კორძაიას თეა წულუკიანის შეურაცხყოფისათვის 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის შეურაცხყოფისთვის აქტივისტი ალბი კორძაია სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მანუჩარ ცაცუამ მას 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
შსს-ს წარმომადგენლების განცხადებით, 2 აპრილს, ალბი კორძაიამ თეა წულუკიანს ხმის გამაძლიერებლით „რუსეთის მონა“ და „ქვეყნის მოღალატე“ უწოდა.