მარნეული-სადახლოს გზაზე ავარია მოხდა – არიან დაშავებულები

მარნეული-სადახლოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ერთმანეთს „ტესლას“ და „ოპელის“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.

მომხდარის შედეგად, დაშავდა ორი ადამიანი.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები