გურამ მაჭარაშვილი – აშშ-ის ელჩის პენსიაში გასვლაზე: ლოგიკური დასასრული უნდა ყოფილიყო, რომ ან ამერიკის პრეზიდენტი წასულიყო თანამდებობიდან, ან ამერიკის ელჩი საქართველოდან
ლოგიკური დასასრული უნდა ყოფილიყო, რომ ან ამერიკის პრეზიდენტი წასულიყო თანამდებობიდან, ან ამერიკის ელჩი საქართველოდან, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოში აშშ-ის ელჩის რობინ დანიგანის თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილების კომენტირებისას მედიასთან განაცხადა.
„სხვა გამოსავალი უბრალოდ არ იყო გამომდინარე მათი ურთიერთგამომრიცხავი პოზიციებიდან. ან შემთხვევაში ლოგიკურად დასრულდა ისე, რომ ამერიკას ეყოლება საქართველოში ახალი ელჩი“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა პირადი გადაწყვეტილებით თანამდებობა დღეს დატოვა.