საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე მესროპ მაშტოცის სახელობის უძველეს ხელნაწერთა კვლევით ცენტრს – მატენადარანს ესტუმრა
სომხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე მესროპ მაშტოცის სახელობის უძველეს ხელნაწერთა კვლევით ცენტრს, მატენადარანს ესტუმრა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
კულტურის მინისტრი, მოადგილე გიორგი მირცხულავასთან და სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალფრედ კოჩარიანთან ერთად ცენტრის საქმიანობას გაეცნო და ხელნაწერები დაათვალიერა.
მატენადარანი უძველესი სომხური ხელნაწერების და ისტორიული საბუთების საცავია, სადაც 32 000-მდე ხელნაწერი ინახება. მათ შორის არის 36 ქართული ხელნაწერი, 57 ფრაგმენტი და პალიმფსესტი.
თინათინ რუხაძე და გიორგი მირცხულავა ასევე იმყოფებოდნენ სომხეთის ეროვნულ გალერეაში, სადაც ცნობილი სომეხი და უცხოელი მხატვრების ნამუშევრები დაათვალიერეს.