თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიხსნება
7 ივნისს, 19:00 საათზე, თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიხსნება.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ინფორმაციით, პროგრამაშია:
გოგი ჩლაიძე – „კალეიდოსკოპი“ (ვარიაციები ძველ ქართულ მოტივებზე) – პრემიერა.
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი – სიმფონია №7, Op. 97 – სოლისტი: ვახტანგ კოდანაშვილი (ფორტეპიანო).
ასრულებს: გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი – დირიჟორი: მირიან ხუხუნაიშვილი.