მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მარტსა და აგვისტოში წყვილები ყველაზე ხშირად ეყრებიან ერთმანეთს

ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შეერთებულ შტატებში მეუღლეები ყველაზე ხშირად მარტში და აგვისტოში ეყრებიან ერთმანეთს. ამის შესახებ Eurekalert-ი იუწყება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ აგვისტო და მარტი – ზამთრის და ზაფხულის არდადეგების შემდგომი პერიოდია და გაყრა ხშირად იმის გამო ხდება, რომ მეუღლეების იმედი შვებულებასთან დაკავშირებით არ გამართლდა.
გარდა ამისა, მკვლევარები ამბობენ, რომ ოჯახებს ყველაზე ხშირად სწორედ ამ თვეებში – საახალწლო დღესასწაულების და საზაფხულო შვებულებების შემდეგ, ექმნებათ ფინანსური სირთულეები. ამჟამად მეცნიერები ცდილობენ, დაადგინონ, თუ როგორ მოქმედებს გაყრის სტატისტიკაზე რეცესია, იპოთეკური სესხები და დასაქმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები