ასტრონომებმა მზეზე უზარმაზარი ხვრელები აღმოაჩინეს

„ნასას“ სპეციალისტებმა მზეზე უზარმაზარი ხვრელი აღმოაჩინეს, რომელსაც მზის ზედაპირის მეექვსედი უკავია. მზის გვირგვინის ხვრელები მის ზედაპირზე არსებული ის ადგილებია, სადაც პლაზმის ტემპერატურა და სიმკვირივე სხვა ადგილებთან შედარებით დაბალია.
რენტგენის დიაპაზონში გადაღებულ ფოტოებზე ეს ადგილები, მართლაც, გამოიყურება, როგორც ხვრელები. გაზეთ Huffington Post-ის ინფორმაციით, მზის ხვრელი შეიძლება ვარსკვლავის ზედაპირზე წელიწადში რამდენჯერმე გაჩნდეს. ის დედამიწისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და შეიძლება რამდენიმე კვირის განმავლობაში შენარჩუნდეს. ამასთანავე, მზის გვირგვინის ხვრელები „მზის ქარიშხალს“ იწვევს, რომელიც, თავის მხრივ, დედამიწაზე „მაგნიტური ქარიშხლების“ მიზეზია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები