თბილისის მერია ატენის ქუჩაზე მშენებარე კორპუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია ატენის ქუჩაზე მშენებარე მრავალსართულიან კორპუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც მერიაში აცხადებენ, რომ მშენებლობის პირველადი პროექტის შეთანხმება, თბილისის არქიტექტურის სამსახურთან 2007 წელს მოხდა.
მერიის ინფორმაციით, ამჟამად ძალაშია 2011 წელს თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით დადგენილი პარამეტრები.
„კვირა“ მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ატენის ქუჩა 17-19-ში მდებარე ობიექტთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ მშენებლობის პირველადი პროექტის შეთანხმება თბილისის არქიტექტურის სამსახურთან 2007 წელს მოხდა. 2011 წელს აღნიშნული მიწის ნაკვეთის პარამეტრების გაზრდის საკითხი „ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საბჭომ“ გადაწყვიტა დადებითად, რომლის საფუძველზეც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იმჟამინდელი მერის ბრძანებით, განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) 4.0-დან 8.0-მდე გადამეტების მიზნით გაიცა სპეციალური (ზონალური) შეთანხმება. ამჟამად ძალაშია 2011 წელს თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით დადგენილი პარამეტრები.
აღნიშნული საკითხის განხილვა ამჟამად მიმდინარეობს სააპელაციო სასამართლოში და თბილისის არქიტექტურის სამსახური იმოქმედებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების შესაბამისად”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.
დღეს ატენის ქუჩაზე მოსახლეობამ აქცია გამართა. ისინი 27-სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები