1-ლი ივლისიდან პირველი ჯგუფისა და 18 წლამდე შშმ პირებს პენსია 180 ლარამდე ეზრდებათ

პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და 18 წლამდე ასაკის შშმ ბავშვებს სოციალური პენსია 180 ლარამდე გაეზრდებათ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
„მთავრობის მომავალ სხდომაზე გამოვიტანთ საკითხს, რომლის მიხედვითაც პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და ბავშვებს თვრამეტ წლამდე 1-ლი ივლისიდან გაეზრდებათ პენსია 180 ლარამდე.
მთავრობის მომავალ სხდომაზე იქნება მსჯელობა და დიდი ალბათობით, ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა სერგეენკომ.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე პენსია მხოლოდ პირველი ჯგუფის შშმ პირებს გაეზრდებათ, ხოლო უახლოეს მომავალში, გამოიყოფა რესურსი იმისთვის, რომ პენსიის გაზრდა მეორე ჯგუფის შშმ პირებისთვისაც მოხდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები