გიორგი კვირიკაშვილი შს მინისტრს ე.წ. კანონიერი ქურდის დაკავებისთვის მადლობას უხდის

„მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს ეფექტური ღონისძიებისთვის, როდესაც მოხდა სავარაუდო დამნაშავის დაკავება“, -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ე.წ. კანონიერი ქურდის, დავით გერლიანის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, სამი დღე-ღამის განმავლობაში ფაქტობრივად მთელი სამინისტრო განუწყვეტელ რეჟიმში მუშაობდა და სავარაუდო დამნაშავის დაკავება მოხდა.
„მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს ეფექტური ღონისძიებისთვის, როდესაც მოხდა სავარაუდო დამნაშავის დაკავება. ვფიქრობთ, ძალიან კარგია, რომ ძალიან ეფექტურად, სამი დღე-ღამის განმავლობაში ფაქტობრივად მთელი სამინისტრო განუწყვეტელ რეჟიმში მუშაობდა და მოხდა სავარაუდო დამნაშავის დაკავება. თუმცა სპეციალური გამოძიების საგანი უნდა გახდეს, როგორ მოხდა დამნაშავის შემოსვლა, მათ შორის საიდან მოხდა შემოსვლა, როგორ მოხდა ამის ხელშეწყობა. ვფიქრობთ, ეს ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს და ყველა ამ კითხვას უნდა პასუხი გაეცეს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ე.წ. კანონიერ ქურდი დავით გერლიანი საქართველო-სომხეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთისას დააკავეს, – ამის შესახებ გუშინ გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა. ხსენებული პირი 22 ივნისს სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გვერდის ავლით ცდილობდა საქართველოს საზღვრის დატოვებას, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია მის სახელზე გაცემული უკრაინის რესპუბლიკის პასპორტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები