კობახიძე მაგდა პაპიძის საქმეზე: მძიმე დანაშაული მოხდა, მაგრამ ეს არ გაძლევთ უფლებას, ბოლომდე გაანადგუროთ ადამიანი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, უმრავლესობის დეპუტატისთვის, მანანა კობახიძისთვის გაუგებარია, რატომ არ მოითხოვა ადვოკატმა მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესის დახურვა, ან რატომ არ მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება თავად სასამართლომ.
კობახიძის შეფასებით, მსგავსი საქმეების გაშუქებისას ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო.
„საზოგადოება თვალ-ყურს ადევნებს მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესს, რომელიც მეუღლისა და შვილის მკვლელობაშია ბრალდებული, თავისთავად საქმე არის უმძიმესი, არის დიდი ინტერესი მედიის მხრიდან, მაგრამ არის საკითხები, თემები, რომლის გაშუქებისას ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო და მათ შორის არის საკითხები, რომელიც საერთოდ დახურულ სხდომაზე უნდა იხილებოდეს და არ შეიძლება ასეთი ფორმით, ასე აშკარად დაირღვეს ადამიანის ფუნდამენტური უფლება, უდანაშაულობის პრეზუმფცია თუ პირადი ცხოვრების, თუ პირადი საიდუმლოს დაცულობა, რატომ ფიქრობენ ჟურნალისტები, რომ ბრალდებულის ქორწინებამდელი თუ შემდგომი კავშირების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას აინტერესებს და მოწმის ჩვენება საჯაროდ უნდა გამოამზეურონ?! ძალიან მძიმე დანაშაული მოხდა, მაგრამ ეს არ გაძლევთ უფლებას თქვენ, ბოლომდე გაანადგუროთ ადამიანი ადამიანში, თქვენც მოკლათ, თქვენ ცნოთ დამნაშავედ და თქვენ დასაჯოთ-ჩაქოლოთ. გაუგებარია, რატომ არ ითხოვა ადვოკატმა პროცესის დახურვა, ან სასამართლო თავად რატომ არ იღებს ამ გადაწყვეტილებას?!“, – წერს მანანა კობახიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები