“სტრასბურგის სასამართლოს უცნაური პასაჟები ვანო მერაბიშვილის პატიმრობის თემასთან საქართველოს მოსახლეობის განწყობაში ახალს არაფერს შეიტანს”

მედიაექსპერტი არჩილ გამზარდია შს ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის საჩივრის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
არჩილ გამზარდიას განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს უცნაური პასაჟები ვანო მერაბიშვილის პატიმრობის თემასთან მიმართებაში საქართველოს მოსახლეობის განწყობაში ახალს არაფერს შეიტანს.
მისივე თქმით, ამჟამად გამოხატული პოზიციებიდან ნათელი მესიჯი მასობრივად გასაცნობიერებელი კუთხით არის ორი: პირველი, რომ ვანო მერაბიშვილის დაკავებაც და პატიმრობაც არის კანონიერი. თუმცა, ექსპერტი მიიჩნევს, რომ არც ისე “ლაზათიანად” იყო რამდენიმე პროცედურა წარმოდგენილი.
„ამ ორმხრივ გამოხატულებებში, სადაც ძირითადი და მნიშვნელოვანი, პატიმრობის შეფასებაა, ყოფილ და ამჟამინდელ ხელისუფლებას დააპირისპირებს იმიჯმეიკინგის მიმართულებით კიდევ ერთხელ, რომელი მხარე მოახერხებს სტრასბურგის გადაწყვეტილების განმარტების გამოყენებას. ნაციონალური მოძრაობის პროპაგანდა იქნება აპელირება სტრასბურგის სასამართლოს მიერ დარღვევებად შეფასებულ მახასიათებლებზე, მათთვის ჩვეულ პროპაგანდისტულ და დემაგოგიურ ფორმატში.
რაც შეეხება ხელისუფლებას, თუნდაც იმისთვის, რომ მას კიდევ ერთხელ არ მოარტყან “უუნაროს” იარლიყი (მერაბიშვილის თემასთან დაკავშირებით), აუცილებლად უნდა უზრუნველყოს სტრასბურგის სასამართლოს დასკვნის კვალიფიციური და გასაგები განმარტებები მოსახლეობისათვის ნაცვლად “ნაციონალური მოძრაობის” პროპაგანდისტული დემაგოგიისა“, – წერს არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები